ონლაინტრენინგი დოქტორანტებისთვის „როგორ დავწეროთ საპროექტო განაცხადი სამეცნიერო დაფინანსების მოსაპოვებლად“
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ცხადდება ტრენინგი.
ტრენინგი ორგანიზებულია სამი მთავარი მიმართულებით:
პირველი შეეხება საპროექტო წინადადებების წარდგენის ტექნიკურ და პროცედურულ მხარეს, როგორც საერთაშორისო (Fulbright Scholar Program, Horizon Europe და სხვ.), ისე ადგილობრივი სამეცნიერო კონკურსებისთვის (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და შიდა ინსტიტუციური გრანტები). ტრენერი, პროფ. ზარინა ბურკაძე განიხილავს შემდეგ თემებს: აკადემიური პროფილების შექმნა (ORCiD, Web of Science და სხვ.) პოტენციური პარტნიორების მოძიების ეფექტური საშუალებების გამოყენებით (B2Match Platforms, EURAXESS, COST, F&T Portal და სხვ.), ეროვნული და საერთაშორისო პროექტების წარდგენისთვის საჭირო შიდა ინსტიტუციური რეგულაციები (ხანგრძლივობა 20 წუთი).
მეორე ნაწილი დაეთმობა პროექტის შინაარსობრივ მხარეს. მონაწილეები გაეცნობიან საპროექტო წინადადების სტრუქტურას, ლოგიკურ ჩარჩოს, მიზნისა და სტრატეგიული ამოცანების, შუალედური შედეგებისა და აქტივობების ფორმულირების ტექნიკებს, მართვისა და განხორციელების გეგმების თავისებურებებს, ასევე პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმებს (ხანგრძლივობა 40 წუთი).
დასასრულ განხილული იქნება ბიუჯეტირების თემა და მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები (ხანგრძლივობა 20 წუთი).
ტრენინგზე მონაწილეები თითოეულ საკითხზე შეასრულებენ დავალებას, რათა სწავლების ბოლოს ჰქონდეთ სამეცნიერო პროექტის მონახაზი. ამასთან მიიღებენ უკუკავშირს თავიანთ ნამუშევრებზე (ხანგრძლივობა 40 წუთი).
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/cZ5boM7sSfiB4g3u5
ფორმატი: ონლაინტრენინგი
მონაწილეთა რაოდენობა: 10-15
ტრენერი: ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი ზარინა ბურკაძე
დრო: 27 ოქტომბერი, 19:00 საათი
2026