საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე (3): ნანგრევები (ანტიკური და თანამედროვე) და მობილობა“
ახალი ამბები
20-21 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში, ოვიდიუსის უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე (3): ნანგრევები (ანტიკური და თანამედროვე) და მობილობა“.
კონფერენცია შავი ზღვის ლიტერატურისა და კულტურის მკვლევართა შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ქსელის მორიგი ღონისძიებაა.
კონფერენციის თანაორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი.
პირველი საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“ 2018 წლის ნოემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კვლევითი ცენტრის „რომანული ურთიერთგაგება, ინტერკულტურული დიალოგი“ და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით.
კონფერენციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენენ უნივერსიტეტის ლიტერატურის, რომანისტიკის, ეთნოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები: მზაღო დოხტურიშვილი, ბელა წიფურია (კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრები), ნინო აბაკელია, ცირა კილანავა, სალომე ლაფაჩიშვილი.
მათი მოხსენებები ეხება ქართული ლიტერატურული გამოცდილების მიმართებას შავი ზღვის ლიტერატურულ-კულტურულ სივრცესთან.
2025