ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ზუსტი და საბუნებისმეტყველო სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

ღონისძიებები

სამშაბათს, 13 აპრილს, 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, 101-ე აუდიტორია, მის: ი. ჭავჭავაძის #32 ) გაიმართება ზუსტი და საბუნებისმეტყველო სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია.

საბუნებისმეტყველო პროგრამების პრეზენტაცია (18.00) მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკოლოგია და კონსერვაციული ბიოლოგია (ეკოლოგია, ბიოლოგიური რესურსების მენეჯმენტი და დაცვა),მოლეკულური მეცნიერებები (მოლეკულური ბიომეცნიერებები, ბიოფარმაცია) და ინტეგრაციული ნეირომეცნიერებები.

ზუსტი მეცნიერებების (ფიზიკა, მათემატიკა) პროგრამების პრეზენტაცია (18.30) მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ბიოფიზიკა, ექსპერიმენტული მაღალი ენერგიების ფიზიკა, თეორიული ფიზიკა, თანამედროვე მათემატიკის პარადიგმები და გამოყენებები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის გაერთიანებული პროგრამა (ვარსკვლავთა და გარეგალაქტიკური ასტრონომია, მზის ფიზიკა, კოსმოლოგია, ატმოსფეროს და იონოსფეროს ფიზიკა).

ბანერები