ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ექიმი სექსოლოგის, ზურაბ მარშანიას, საჯარო ლექცია

ღონისძიებები

5 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ექიმი სექსოლოგი, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, ზურაბ მარშანია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ქალის მწვავე სექსუალური ტკივილის სინდრომის - ვაგინიზმის ეტიოლოგიის, გავრცელებისა და მკურნალობის სოციოკულტურული თავისებურებები საქართველოში".

ლექციაზე განხილული იქნება ქალის ისეთი სქესობრივი დარღვევა, რომელიც ხშირად გამხდარა ახალგაზრდა ოჯახის დანგრევისა და გამოუსწორებელი პირადი ტრაგედიის მიზეზი. ავტორის სამეცნიერო კვლევის მასალები საინტერესოდაა შეხამებული ლიტერატურულ მონაცემებთან და ქართულ სინამდვილესთან.

ლექციის დრო: 5 მარტი,  18:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები