ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ზურაბ ბაქრაძის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

28 იანვარს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი, „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში, გიწვევთ არქიტექტორისა და ქალაქმგეგმარებლის, ზურაბ ბაქრაძის, საჯარო ლექციაზე – „საარსებო გარემოს ტოტალიტარული დაგეგმვიდან ტოტალურ დაუგეგმავობამდე“.

ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი: ”ჩვენს საარსებო გარემოში აისახა საზოგადოებრივი წყობის ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა დეფორმაცია, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. საბჭოური ტოტალიტარიზმი ნეოლიბერალურმა ავტორიტარიზმმა ჩაანაცვლა. შესაბამისად, მშენებლობის უკიდურესად ცენტრალიზებული მართვა მშენებლობაში მართვადი დისპერსიული თვითნებობით შეიცვალა. საზოგადოებრივი ცნობიერების ეროზიამ ჩვენი საარსებო გარემოს დაგეგმვა შეუძლებელი გახადა. საზოგადოებრივ სივრცეს ერთეულთა თვითნებობა დაეპატრონა. ქალაქგეგმარება, როგორც სოციალური დისციპლინა, გაქრა.

და მაინც – არსებობენ ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ისინი, გარდა ინდივიდუალურობისა, სოციალურნიც არიან და, ამდენად, ლოკალური საარსებო გარემოს შესაფერი, სოციალურად გაწონასწორებული დაგეგმვა მათი პასუხისმგებლობის საქმეცაა; მათ იციან, რომ ეს გარემო მათზე, როგორც საზოგადოებაზე, ანაბეჭდს ტოვებს და მათი და მათი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას მიიღებს. ასეთ ადამიანთა შეხვედრას ემსახურება ეს ლექცია“.

დასწრება თავისუფალია.

ლექციის დრო: 28 იანვარი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”

ბანერები