ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Zoomout - პრეაქსელერატორის პრეზენტაცია

ღონისძიებები

15 მარტს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, გაიმართება პრეაქსელერატორის - Zoomout - პრეზენტაცია.

დღეისთვის მსოფლიოში ძალიან ბევრი აქსელერატორია, რომლებიც ეხმარებიან სტარტაპებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში: აძლევენ მათ საწყის კაპიტალს, წვდომას მენტორების ქსელზე და შანსს, თავიანთი პროტოტიპი გამოსცადონ დიდ ბაზარზე და იპოვონ ინვესტორი. მაგრამ აღნიშნულ აქსელერატორებში მოხვედრა და საწყისი ინვესტიციის მიღება იოლი არ არის.

სწორედ ამიტომ, საქართველოში პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა Zoomout - პრეაქსელერატორი, რომელიც დაეხმარება ქართულ სტარტაპებს პროდუქტის შექმნასა და დახვეწაში, ბრენდირებაში, პრეზენტაციის მომზადებაში და, რაც მთავარია, გლობალურ აქსელერატორებთან წარდგენაში, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, მსოფლიოს წამყვან აქსელერატორებში გააგრძელონ მუშაობა.

დრო: 15 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები