ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Zoomout-ის სტარტაპ-სესიები

ღონისძიებები

3-28 აპრილს, პრეაქსელერატორი Zoomout ყველა დაინტერესებულ მსურველს სთავაზობს სტარტაპ-სესიებს, რომელთა მიზანია, დაეხმაროს დამწყებსა თუ მოქმედ მეწარმეებს გამოცდილების გაზიარებასა და ახალი ცოდნის მიღებაში.

გარდა ცოდნის მიღებისა, აღნიშნული ტრენინგების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა აღნიშნულ სფეროში მყოფი ხალხის ერთმანეთთან დაკავშირება. ამიტომაც, ის ღიაა არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ნებისმიერი მსურველისთვის.

ტრენინგების განრიგი

ტრენერი: დავით ჩეჩელაშვილი
სახელწოდება: როგორ ვითარდება ტექნოლოგიები
თემატიკა: რა არის ჰარდვეარ-ტექნოლოგიების განვითარების ხვალინდელი დღე? რა ტრენდებია აქტუალური ბაზარზე? რომელი მიმართულებები იქნება აქტუალური უახლოეს მომავალში?

ტრენერი: ანდრო დგებუაძე
სახელწოდება: კრეატიულობის ალქიმია
თემატიკა: არსებობს თუ არა გზა კრეატიული იდეების შესაქმნელად? ტრადიციული გადაწყვეტილება როგორ ვაქციოთ კრეატიულად და ინოვაციურად?

ტრენერი: გიორგი პოპიაშვილი
სახელწოდება: კარგი პროდუქტი
თემატიკა: რას ნიშნავს კარგი პროდუქტი? როგორ მივიღოთ ის? სჭირდება თუ არა ბაზარს კიდევ ერთი საშლელი, მობილური აპლიკაცია თუ ველოსიპედი?

ტრენერი: ზურა შევარდნაძე
სახელწოდება: საქმე, რომელიც მიყვარს
თემატიკა: წარმატებული ბიზნესმენები ხშირად საუბრობენ სიყვარულზე ბიზნესში. რას ნიშნავს „საკუთარი საქმის სიყვარული“? შესაძლებელია თუ არა, აკეთებდე საქმეს რომელიც არ მოგწონს, და იყო წარმატებული. 

ტრენერები: გიორგი დალაქიშვილი, შალვა ბუკია
სახელწოდება: The lean startup
თემატიკა: უნდა იყოს თუ არა იდეალური პროდუქტი? კარგია თუ არა მრავალფუნქციური პროდუქტის დამუშავება? უნდა შევცვალოთ თუ არა იდეა მაშინ, როცა ყველაფერი თითქმის შესრულდა?

ტრენერი: ლექსო ხუბულავა (jobs.ge--ს დამფუძნებელი)
სახელწოდება: როგორ გავყიდოთ საკუთარი თავი?
თემატიკა: რა შეცდომებს უშვებენ სამსახურის მაძიებლები? რას უნდა მიაქციონ ყურადღება გასაუბრებაზე და მრავალი სხვა.

ტრენერი: თემო ბარათაშვილი
სახელწოდება: ლურჯი ოკეანის სტრატეგია
თემატიკა: როგორ ვითარდება და იქმნება თანამედროვე სამყაროში ინოვაციური კომპანიები? როგორი იყო სტარტაპ-კომპანიების განვითარების ქრონოლოგია? რა ხდება დღეს?

ტრენერი: თეონა ბებია
სახელწოდება: ინტელექტუალური საკუთრება
თემატიკა: როგორ დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრება? შესაძლებელია თუ არა დავიცვათ კანონის ძალით იდეა, დიზაინი ან ცალკეული გამოგონება და როგორ?

სახელწოდება: ჩემი წარუმატებლობის საიდუმლო
თემატიკა: შეხვედრა ქართველ მეწარმეებთან. რა შეცდომები დაუშვეს მათ წარსულში. რა სირთულეები შეხვდათ სტარტაპის შექმნის გზაზე?
ტრენერი: ნინო ენუქიძე

სახელწოდება: სტარტაპის მარკეტინგი
თემატიკა: როგორ დავგეგმოთ მარკეტინგული სტრატეგია შეზღუდული რესურსების პირობებში? როგორ შეძლეს კომპანიებმა პირველი მომხმარებლების შეძენა 0 დოლარად
ტრენერი: გიორგი ტუხაშვილი

სახელწოდება: პროექტის მართვის (თანამედროვე) ხელოვნება
თემატიკა: რა თანამედროვე მეთოდები არსებობს პროექტის სამართავად? რას ნიშნავს მოქნილი პროექტების მენეჯმენტი? რა აქვს საერთოდ ჩანჩქერს და რაგბის პროექტების მართვასთან?
ტრენერი: ლაშა კვანტალიანი

სახელწოდება: როგორ მოვიპოვოთ ინვესტიცია
თემატიკა: შესაძლებელია თუ არა საქართველოში სოლიდური ინვესტიციის მოპოვება საკუთარი სტარტაპის განსავითარებლად? როგორ წარვუდგინოთ იდეა ინვესტორებს? როგორ აღვწეროთ ჩვენი ბიზნესი სრულყოფილად 5 წუთში?

დემო დღე

სტარტაპების 3-წუთიანი პრეზენტაციები

კურსზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/EgjC8d

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები