ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ზოოლოგიის ინსტიტუტის კონფერენცია

ღონისძიებები

10 იანვარს,  13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  (S კორპუსი, 101 - ე აუდიტორია, გ. წერეთლის 3. ) გაიმართება  ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის  ინსტიტუტის  პროექტ ”აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ხერხემლიან ცხოველთა ბიომრავალფეროვნების თანამედროვე მდგომარეობის”  დასკვნითი კონფერენცია.  კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებში ყურადღება მიექცევა როგორც პროექტის გამოყენებით, ასევე მის სამეცნიერო მნიშვნელობას. ასახული იქნება მისი სამომავალო პერსპექტივები. მომხსენებლები  ასევე წარმოადგენენ  სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხოველთა ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და მისი დაცვის საქმეში.

ბანერები