ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ზოლტან ფაბრის ფილმის „დაუსრულებელი ფრაზის 141 წუთი“ ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

2 მაისს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ ზოლტან ფაბრის ფილმს „დაუსრულებელი ფრაზის 141 წუთი“.

ფილმის ჩვენებამდე რეჟისორსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გოგი გვახარია.

ფილმს საფუძვლად უდევს უნგრული ლიტერატურის კლასიკოსის, ტიბორ დერის სამტომიანი რომანი, რომელშიც მოქმედება ხდება გასული საუკუნის 30-იან წლებში,  უნგრეთის ფაშიზაციისა და, ამავე დროს, მემარცხენე ძალების გამოცოცხლების ეპოქაში. ფილმის გმირი ლერინცი ბუდაპეშტელი ბურჟუაა, რომელიც დაპირისპირებულ ძალებს შორის არჩევანის გაკეთების პროცესში მარტო რჩება არც ერთი სოციალური ჯგუფი არ იღებს თავის რიგებში.

„ფაბრის ფილმი ისტორიისა და ადამიანის ურთიერთობის, კონფლიქტის თემას ეხება და, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟი თავად ისტორიაა უნგრული კინოს კლასიკოსი ცდილობს გააერთიანოს ისტორიის სახეები ისე, თითქოს დახეულ, დაზიანებულ ფოტოსურათს ამთლიანებს“ გოგი გვახარია.

ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

რეჟისორი: ზოლტან ფაბრი

წელი: 1975

ხანგრძლივობა: 2 საათი, 15 წუთი

გახმოვანება: ორიგინალი, ქართული სუბტიტრებით

დრო: 2 მაისი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


ბანერები