ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ზამთრის სკოლა საზოგადოებრივი აზრის კვლევების შესახებ

ღონისძიებები

16-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციისა (GAPOR) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ზამთრის სკოლა საზოგადოებრივი აზრის კვლევების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამერიკისა და მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის კვლევების ასოციაციების (AAPOR, WAPOR) ყოფილმა პრეზიდენტებმა, პროფესორებმა მაიკლ ტრაუგოტმა და პიტერ მილერმა.

ზამთრის სკოლას ასევე უძღვებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები და ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა გიორგი გვალიამ, უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა გიგა ზედანიამ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დირექტორის მოადგილემ საქართველოში ვლადიმერ რაზმაძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელმა საქართველოში ალან გილლამმა.

ზამთრის სკოლის ფარგლებში შეირჩნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოში მოქმედი კვლევითი ორგანიზაციის მკვლევრები, რომლებიც 18 ნოემბერს თბილისი მერიოტში საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე მონაწილეობის სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.

ზამთრის სკოლის დღის წესრიგი და ყოველწლიური კონფერენციის დღის წესრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3EhWbiL

2022

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები