ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ზაფხულის სკოლა „მშვიდობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში“

ღონისძიებები

2019 წლის პირველიდან 26 ივლისის ჩათვლით, 10:00-15:30 საათამდე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ორგანიზებით გაიმართება ზაფხულის სკოლა „მშვიდობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში“.

სკოლა შედგება ორი კურსისგან. პირველი ეხება გეოპოლიტიკას, კონფლიქტებსა და განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ამ კურსის ფარგლებში სკოლის მონაწილენი შეისწავლიან რუსეთის იმპერიული პოლიტიკასა და საბჭოთა გავლენებს რეგიონში; რელიგიური, ეთნიკური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, დემოკრატიზაციის გავლენებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ასევე ენერგორესურსების მნიშვნელობას ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. მეორე კურსის, რომელიც ეხება საზოგადოებასა და ენას სამხრეთ კავკასიაში, მიზანია ვიცოდეთ იდენტობის, რელიგიის, გენდერისა და ენობრივი გარემოს ევოლუციის საკითხები.

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ამერიკელი, ისე ქართველი სტუდენტები და პროფესორები.

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა - https://bit.ly/2ZLggrN

სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა: 29 ივნისი, 18:00 საათი

ბანერები