ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ყველაფერი GITA-ის შესახებ: ინიციატივები, საგრანტო პროექტები და სამომავლო მიზნები“

ღონისძიებები

31 იანვარს ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, Startup Grind Iliauni და პრეაქსელერატორი Zoomout გამართავს შეხვედრას „ყველაფერი GITA-ის შესახებ: ინიციატივები, საგრანტო პროექტები და სამომავლო მიზნები“.

მომხსენებელი

  • სალომე ნაფეტვარიძე, ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის უფროსი - GITA

GITA-ს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციურ საწარმოთა შექმნის წახალისება.

GITA დღემდე დაეხმარა 400-ზე მეტ სტარტაპს ფინანსების მოზიდვაში საერთაშორისო თუ ადგილობრივი მენტორებისა და ტრენერების დახმარებით. საინტერესოა, დაარსებიდან 10 წლისთავზე, რა გეგმები აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და მომავალში როგორ აპირებს სტარტაპების ხელშეწყობას.

დრო: 19:00 საათი, 31 იანვარი, 2024 წელი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, 102 აუდიტორია

დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე:

სამუშაო ენა: ქართული

2024

ბანერები