ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ყირგიზეთის უნივერსიტეტების წარმომადგენელთა საჯარო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

6 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან ყირგიზეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები და წაიკითხავენ საჯარო ლექციებს.

ლექციათა განრიგი:

  • 6 მაისი, 10:00 საათი
  • E 207

ზაინიდინ კურმანოვი - ყირგიზულ-რუსულ-სლავური უნივერსიტეტის პროფესორი
თემა:  ”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების თავისებურებების და ევოლუცია ყირგიზეთში”

ბატონი კურმანოვი ისაუბრებს ყირგიზეთის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპებზე პრესაბჭოთა პერიოდიდან დღემდე; იგი ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ მიზნებსა და ამოცანებზე, რაც თანამედროვე ყირგიზეთის სამოქალაქო სექტორის წინაშე დგას.

  • 6 მაისი, 12:00 საათი
  • E 207

ბაკტიგულ მაკსიტოვა - ოშის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
თემა: „არამომგებიანი სფეროს მართვის თავისებურებები ყირგიზეთში”

ქალბატონი მაკსიტოვა ისაუბრებს ყირგიზეთში არსებული არაკომერციული (არამომგებიანი) ორგანიზაციების სტატისტიკაზე, მათ თავისებურებებსა და პრობლემებზე. 

პროფესორების შესახებ

ბატონი ზაინიდინ კურმანოვი გახლდათ ყირგიზეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორი, 2009-2010 წლებში კი ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარედ იყო არჩეული.

ქალბატონ ბაკტიგულ მაკსიტოვას არასამთავრობო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2010-2014 წლებში ის ჩართული იყო UNICEF-ის ახალგაზრდობის განვითარების პროგრამაში. გარდა ამისა, მას გააჩნია პროფესიონალი ტრენერის ლიცენზია არასამთავრობო სექტორში ფონდების მოზიდვისა და სოციალური პროექტების დიზაინისა და განხორციელების მიმართულებით.

ღონისძიება ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით.

დრო: 6 მაისი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები