ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ყირგიზეთის უნივერსიტეტების წარმომადგენელთა საჯარო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ყირგიზეთის წარმომადგენლობას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და საჯარო ლექციებს ჩაატარებს 5 პროფესორი ყირგიზეთიდან.

13 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ბიშკეკის ყირგიზულ-რუსულ-სლავური უნივერსიტეტის პროფესორი, ზაინიდინ კურმანოვი და ყირგიზეთის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ასოცირებული პროფესორი, ნურჟამალ უზაკბაევა.

ლექციების განრიგი

დრო: 13 მაისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მომხსენებელი: ზაინიდინ კურმანოვი - ბიშკეკის ყირგიზულ-რუსულ-სლავური უნივერსიტეტის პროფესორი
ლექციის თემა: „სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთქმედება“
ბატონი კურმანოვი ისაუბრებს პრობლემის ისტორიულ-თეორეტიკულ საფუძვლებზე, თითოეული სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში, ასევე - გლობალიზაციის პირობების გავლენის შესახებ ამ სამი სექტორის ურთიერთქმედების პროცესზე.

დრო: 13 მაისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მომხსენებელი: ნურჟამალ უზაკბაევა - ყირგიზეთის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ასოცირებული პროფესორი
ლექციის თემა: „არაკომერციული ორგანიზაციების მართვა: ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა.“
ქალბატონი უზაკბაევა ისაუბრებს არსებული არაკომერციული (არამომგებიანი) ორგანიზაციების არსსა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთქმედების ძირითად პრინციპებზე, ასევე - დაინტერესებულ მხარეთა ჩართვის მეთოდებსა და მათი აზრის გათვალისწინების ეტაპებზე.

პროფესორების შესახებ

ბატონი ზაინიდინ კურმანოვი გახლდათ ყირგიზეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორი. 2009-2010 წლებში იგი ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარედ იყო არჩეული.
ქალბატონ ნურჟამალ უზაკბაევას ხელმძღვანელობით დაიწერა 15 სამაგისტრო ნაშრომი საჯარო ადმინისტრირებისა და არამომგებიანი სფეროს მენეჯმენტის მიმართულებით. მეტიც, საჯარო ადმინისტრირების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მას მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები