ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ხუან რულფოს „პედრო პარამო“ - რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

12 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ ხუან რულფოს რომანის პრეზენტაციაზე.

რომანი, სახელწოდებით - „პედრო პარამო“, მექსიკური ლიტერატურის მონუმენტური ნაშრომია, რომელმაც მაგიური რეალიზმის ჟანრის ჩამოყალიბებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. პირველდა მესამე პირში მოთხრობილი ამბავი კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსთა აღმატებული შეფასებები დაიმსახურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია რულფოს კოლეგების -გაბრიელ გარსია მარკესისა და ხორხე ლუის ბორხესის გამოხმაურება. მარკესისთვის რულფოს წიგნი იყო „ყველაზე ლამაზი ყველა იმ რომანს შორის, რომელიც ესპანურ ენაზე დაწერილა“;ბორხესის თქმით კი, „ამ ფანტასტიკური წიგნის მიზიდულობის ძალას წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო რომანია ესპანურენოვან ლიტერატურაში, პრინციპში, მთელიმსოფლიოს ლიტერატურაში“.

წიგნს, რომელშიც, რომანთან ერთად, შესულია ხუან რულფოს რჩეული მოთხრობებიც, კომუნიკაციების სპეციალისტი დავით გორგილაძე და ლიტერატურათმცოდნე ანი კოპალიანიწარადგენენ.

დრო: 12 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები