ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჩაკ პალანიკის „ხრჩობა“ – რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

8 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ჩაკ პალანიკის რომანის „ხრჩობა“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე.

წიგნს მწერალი ზაზა კოშკაძე, შოთა დიღმელაშვილი (გამომცემლობა "ზოლიანი კატა") და ლუკა გრიგოლია (,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა'') წარადგენენ.

თუ დახრჩობის გეშინიათ, სულ ტყუილად – არავინ გემუქრებათ. თუ დახრჩობისგან ადამიანის გადარჩენა, ან, ზოგადად, რაიმე ფილანთროპიული საქციელის ჩადენა გსურთ, ეს წიგნი ნამდვილად თქვენთვისაა: მთავარი პერსონაჟი, სექსოჰოლიკი ვიქტორ მანჩინი სიამოვნებით მოგცემთ ამის საშუალებას – ხრჩობის იმიტირებით სხვისი გადარჩენის ინსტინქტს გაგიღვიძებთ, თქვენ კი მთელი ცხოვრება ვალდებულად იგრძნობთ თავს, ლუკმაპურის გარეშე არ დაგრჩეთ თქვენ მიერ სიცოცხლეჩუქებული... რატომ იქცევა მანჩინი ასე? „ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა ადამიანებს თავგადასავალი დავუბრუნო, მინდა, გმირები შევქმნა, ადამიანები გამოცდის წინაშე დავაყენო... ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ფული მჭირდება“... და მაინც, მანჩინის ქცევის უმთავრესი მოტივია: „თუ გინდა ადამიანი გადაარჩინო, მიეცი საშუალება, გადაგარჩინოს“. თუ გსურთ, გაარკვიოთ, რამდენად გულწრფელია პერსონაჟი ან რისი თქმა უნდა უკრაინული წარმოშობის ამერიკელ მწერალს, ჩაკ პალანიკს, ამ ავტობიოგრაფიული მოტივებითა და პროვოკაციული ელემენტებით სავსე ბესტსელერით, წაიკითხეთ „ხრჩობა“ და მიიღეთ პასუხები თქვენ თუ ავტორის მიერ დასმულ არაერთ შეკითხვაზე.

დრო: 8 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები