ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ხათუნა თავდგირიძის „თევზი ორი ჩრდილით“ – რომანის წარდგენა ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

4 ოქტომბერს, 19:30 საათზე ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა ,,პეგასი“ გეპატიჟებათ ხათუნა თავდგირიძის რომანის – „თევზი ორი ჩრდილით“ წარდგენაზე.

„თევზი ორი ჩრდილით“ მაგიური რეალიზმის ჟანრში დაწერილი თანამედროვე ქართული ფილოსოფიური რომანია, რომლის სიუჟეტი, ერთი მხრივ, გამოგონილი მისტიკური ქვეყნის – ზღვისპირა უმმანის, მეორე მხრივ კი, ისტორიული ადრეული შუა საუკუნეების დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ქრისტიანული და ისლამური სამყაროების გადაკვეთათა ზღვარზე ვითარდება. აქ გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად შეხვდებით მსოფლიო ფოლკლორულ-მითოსურ სახეებს, რელიგიურ და მითოლოგიურ უნივერსალურ არქეტიპებს. რომანის მთავარი კოსმოგონიურ-ესქატოლოგიური კონცეფცია კი ხორცშესხმულია შუა საუკუნეების აპოკალიფსური ისტერიებით, რაც მუდმივ ფონად გასდევს ერთი უძველესი გვარის ბერელების მისტიკურ ქრონიკას.

წიგნს წარადგენენ ავტორი ხათუნა თავდგირიძე, ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეული, ხოლო რომანის ფრაგმენტების გერმანულ თარგმანსა და მის გერმანიაში დაგეგმილ პრეზენტაციაზე ისაუბრებს ფრანკფურტის ქართული ლიტერატურული სალონის, ,,ევტერპეს", ხელმძღვანელი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი.

დრო: 4 ოქტომბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები