ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ხატია კიკალიშვილის საჯარო ლექცია: "ბუნდესტაგის როლი გერმანიის საგარეო და ევროპის პოლიტიკის განსაზღვრაში“

ღონისძიებები

11 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "ბუნდესტაგის როლი გერმანიის საგარეო და ევროპის პოლიტიკის განსაზღვრაში“.

ლექციას წაიკითხავს LL.M. სამართლის დოქტორი, ბუნდესტაგის დეპუტატის, დოქტორ ტომას ფაისტის, თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ხატია კიკალიშვილი.

ლექციაზე წარმოდგენილი იქნება ბუნდესტაგის ე.წ. საპარლამენტო საგარეო ევროპის პოლიტიკის ძირითადი ასპექტები და მისი განხორციელება პრაქტიკაში; განხილული იქნება ბუნდესტაგის ფრაქციების, კომიტეტებისა და სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის როლი ამ პროცესში.

დრო: 11 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები