ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Wordpress დეველოპმენტის ტრენინგკურსი

ღონისძიებები

წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ინტერნეტისა და საიტების გარეშე? სად წაიკითხავდით ამ პოსტს,  2004 წელს ფეისბუქი რომ არ შექმნილიყო და რამდენ ხანს ივლიდით ბიბლიოთეკებსა და ცნობათა ბიუროებში, რომ არა გუგლის საძიებო სისტემა?  

საიტების შექმნა სულაც არ არის ისეთი რთული, როგორც  ათწლეულების წინ იყო, დღეს უამრავი დამხმარე რესურსი არსებობს,რაც პროცესს მარტივსა და საინტერესოს ხდის.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით 11 დეკემბრიდან 30 იანვრამდე ჩატარდება Wordpress დეველოპმენტის კურსი, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა. 

ტრენინგკურსზე დასასწრებად უნდა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა და დაელოდოთ ჩვენს შეტყობინებას: 

▶ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს.

პროექტში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით: https://forms.gle/tK1F1Rvkda7rtDGt7

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 8 დეკემბერი.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 2019 წლის 10 დეკემბრისა. 

ადგილები შეზღუდულია – პროექტში მონაწილეობა შეუძლია 20 ადამიანს.

ტრენინგები გაიმართება ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს.

 ფაბლაბ ილიაუნი – https://bit.ly/2IOWh7Z
 ფაბლაბ ილიაუნის ჯგუფი – https://bit.ly/2NbVxtY


კვირა 1 : 

  • შესავალი პროგრამირებაში, ტერმინების დეფინიცია.

  • Domain, Hosting.

  • საიტის შექმნა, ტექნიკური დავალება და ამოცანები.

  • საიტის შექმნის შესაძლებლობები

  • რა არის ვორდპრესი

  • ვორდპრესრესურსებზე წვდომა

კვირა 2:

  • ჰოსტინგის დაკავშირება დომეინთან

  • Cpanel საიტის აწყობისთვის საჭიროუსაფრთხოების პარამეტრები და სიახლის ატვირთვის შესაძლებლობები

  • ვორდპრესის დაყენება და გაშვება

  • სტატიების გამოქვეყნება

კვირა 3: 

  • კონტენტის ატვირთვა (სურათები, ვიდეოები) ლოკალურ სერვერზე

  • საიტის პერსონალიზაცია

  • გვერდების შექმნა და მართვა

  • თემის დაყენება (უფასო და ფასიანი თემების კონფიგურაციის შესაძლებლობები) 

კვირა 4:

  • ფლაგინების დაყენება

  • სხვა ადმინისტრატორების დამატება

  • ბილდერების გამოყენების შესაძლებლობა

  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

  • ფეისბუქისა და გუგლის დაკავშირება საიტთან.

კვირა 5:

  • შემაჯამებელი დავალება

ბანერები