ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წლის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმი - დამსაქმებელთა საყურადღებოდ

ღონისძიებები

10 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხივე ფაკულტეტის (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის, სამართლის სკოლის და ბიზნესის სკოლის ) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში გაიმართება დასაქმების ფორუმი.

ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან დიდი მოტივაცია იქნება, თუ თქვენი ორგანიზაცია წარმოდგენილი იქნება დასაქმების ფორუმზე. მოტივაციას კი, შემდეგი ფაქტორი განაპირობებს - ფორუმის ერთადერთი მიზანი არ არის დასაქმება. ფორუმზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, შეიტყონ იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც თქვენთან არსებობს და, ზოგადად, დასახონ გეგმები - რაში უნდა გაძლიერდნენ, რომ მათზე მოთხოვნა გაიზარდოს დასაქმების ბაზარზე.

ფორუმის მსვლელობისას გამოყოფილი იქნება საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც თქვენ სურვილისამებრ შეგეძლებათ თქვენი ორგანიზაცია უკეთ გააცნოთ სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას. პრეზენტაციები წინასწარ იქნება დაანონსებული.

თუ გსურთ ფორუმში მონაწილეობა, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2015 წლის 3 ივლისისა და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები