ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ფესტივალზე „წიგნი და მუსიკა“

ღონისძიებები

21-24 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ გიწვევთ ფესტივალზე „წიგნი და მუსიკა“ და ფასდაკლებით გთავაზობთ ილიაუნის გამომცემლობის მიერ გამოცემულ სამეცნიერო თუ მხატვრულ ლიტერატურას. საგაზაფხულო ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“ ქართული წიგნის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება და წიგნისა და მუსიკის მოყვარულებს, უამრავ წიგნთან და დიდ ფასდაკლებებთან ერთად, ქართველი შემსრულებლების ლაივ კონცერტებსა და არაერთ საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებას ჰპირდება.

დრო: 21-24 აპრილი, 11:00-20:00 საათი

ადგილმდებარეობა: თბილისის ფილარომონია

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები