ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

27 მარტს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება წიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ პრეზენტაცია.

ღონისძიებას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: დავით აფრასიძე, გია ნოდია, გიორგი სანიკიძე  ჟან მონესა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია.

ღონისძიების მოდერატორია პროფესორი დავით აფრასიძე.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

წიგნის შესახებ

წიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ (Georgia’s Foreign Policy in the 21st Century: Challenges for a Small State) ქართული ვერსია გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ უნივერსიტეტის პროფესორის, კორნელი კაკაჩიას, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორის, სტივენ ჯონსისა და ლონდონის კინგს კოლეჯის, პროფესორ ტრეისი ჯერმანის რედაქტირებით.

გამოცემა აანალიზებს საქართველოს, როგორც რეგიონის საკვანძო მნიშვნელობის სახელმწიფოს, გეოპოლიტიკურ პოზიციონირებასა და მის შედეგებს. მასში განხილულია, რატომ არის „მულტივექტორული“ საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რომლის წინაშეც დგას ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა: რუსეთი, საშინაო და საგარეო ნაციონალიზმი, ევროპული პროექტისა და ევროკავშირის მხარდაჭერის პოტენციური შესუსტება და აშშ-ის მიერ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის გარშემო შექმნილი ბუნდოვანება.

გამოცემაში ასევე შესწავლილია საქართველოს ქცევა საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით, აქცენტით თბილისის ურთიერთობებზე მეზობლებსა და საკვანძო საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს გეოპოლიტიკური და საგარეოპოლიტიკური ინტერესების შესახებ არსებული ლიტერატურის დიდი ნაწილი შექმნილია დასავლეთის ან რუსეთის პერსპექტივიდან, თუმცა ინგლისურენოვანი ნაშრომი საქართველოს პერსპექტივით არ არსებობს. როგორც წესი, საქართველო განიხილება, როგორც დამოკიდებული ცვლადი, სახელმწიფო, რომელიც ნაკლებად მიიჩნევა საკუთარი მიზნების, სტრატეგიის მქონე დამოუკიდებელ მოთამაშედ. ეს სარედაქციო გამოცემა მიზნად ისახავს ხედვის ჩამოყალიბებას რუსულ-დასავლური ბინარული ნარატივის მიღმა, აანალიზებს საქართველოს ურთიერთობას მოთამაშეთა შედარებით უფრო ფართო კონტექსტში და მკითხველს აწვდის საქართველოს საგარეო პოლიტიკის დროულ და საჭირო კვლევას საქართველოს პერსპექტივიდან. მასში წარმოდგენილია ორიგინალური სამეცნიერო და პოლიტიკურად რელევანტური თავები სხვადასხვა ასპექტის შესახებ ექსპერტთა ფართო საზოგადოების ავტორობით.

ნაშრომის უნიკალურობას განაპირობებს მისი მასშტაბი, ანალიტიკური სიღრმე და საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარდგენის ჰოლისტიკური და ფართოდ მისაწვდომი ფორმატი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 27 მარტი, 17:00 საათი (17:00-18:30 სთ)

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები