ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წიგნის საერთაშორისო დღე

ღონისძიებები

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვადასხვა ტიპის საინტერესო ღონისძიებაზე გიწვევთ.

მაშ, ასე, ოთხშაბათს, 23 აპრილს:

11:00  საათიდან, მთელი კვირის განმავლობაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის შესასვლელთან (ჭავჭავაძის #32) იმოქმედებს Book Drive ჩააბარეთ წიგნები, რომლებიც  მაღალმთიანი რეგიონების სამკითხველოებს გადაეცემა.

11:00 საათიდან, მთელი დღის განმავლობაში, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსის” ვერანდაზე გაიმართება მოხეტიალე წიგნების აქცია - დატოვეთ ან წაიღეთ თქვენთვის სასურველი წიგნი.

13:00 საათზე ილიაუნის სტუდენტები ჭავჭავაძის გამზირზე მოაწყობენ წიგნის დღესთან დაკავშირებულ ფლეშმობს. 

14:00 საათზე წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ეროვნული ბიბლიოთეკა ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე წარადგენს საქართველოს კანდიდატებს.

15:00 საათზე წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” 6-8 წლის ბავშვებს სპეციალურად მოწვეული სტუმარი, საბავშვო მწერალი და ილუსტრატორი, სანდრო ასათიანი, წაუკითხავს ზღაპრებს. ”ლიგამუსის” თანამშრომლები კი შესთავაზებენ გასართობ და სახალისო აქტივობებს.

17:00 საათზე ილიაუნის „წიგნის კითხვის კლუბი“ მოაწყობს ჟან-პოლ სარტრის მოთხრობის - „კედელი“ - კითხვას.

20:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე ილიაუნის თეატრალ ხელოვნების პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები უილიამ შექსპირის სონეტების მიხედვით დადგმულ პერფორმანსს ითამაშებენ.

ღონისძიებებზე დასწრება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. 

გელოდებით!

 

ბანერები