ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეხვედრა პოეტ პაატა შამუგიასთან

ღონისძიებები

1-ლ თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავ შეხვედრაზე, რომლის სტუმარიც პოეტი პაატა შამუგია იქნება.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს. საქართველოში ამ ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაა.

საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მესამედ ტარდება და მასში ჩართულია როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებები, ისე წიგნის მაღაზიები და სხვადასხვა ლიტერატურული სივრცე. ღონისძიების მიზანი მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. ილიაუნის ლიტერატურული წელს პირველად უერთდება ამ მასშტაბურ ღონისძიებას.

ღონისძიების პარტნიორია თბილისის მერია.

გელით!

დრო:1-ლი თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები