ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს პოეტური კითხვის საღამო წიგნის სახლში „ლიგამუსი“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტი უერთდება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს და 24 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ გიწვევთ „პოეტური კითხვის“ საღამოზე. სტუმარი - პოეტი შოთა იათაშვილი საჯაროდ წაიკითხავს როგორც ძველ, ისე ახალ კრებულში შესულ ლექსებს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წელს პირველად აღინიშნება საქართველოში.

დრო: 24 თებერვალი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები