ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წიგნის საათი ლელი ბლაგონრავოვასთან ერთად: ურსულა ლე გუინი - მომავლის ლაბორატორია

ღონისძიებები

10 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, პროექტის - „წიგნის საათი“ - ფარგლებში, გიწვევთ მორიგ შეხვედრაზე. ფოტოგრაფი ლელი ბლაგონრავოვა ურსულა კრებერ ლე გუინის შესახებ ისაუბრებს

ურსულა კრებერ ლე გუინი სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ავტორია. მისი წიგნების წარმატება მრავალჯერ აღნიშნულა ჟანრის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოებით: „ჰუგო“, „ნებულა“ და „ლოკუსი“. ლე გუინის წერის სტილი გამოირჩევა არა ფანტასტიკურ ელემენტებზე დაყრდნობით, არამედ სოციალური, პოლიტიკური და კულტურული თემების კვლევით. მისივე თქმით, სამეცნიერო ფანტასტიკა სტერილური ლაბორატორიაა, სადაც ახალი იდეები გამოიცდება. 

დრო: 10 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები