ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„წიგნის საათი“ ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე მწერალ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის შესახებ

ღონისძიებები

22 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ მორიგ „წიგნის საათზე“ გიწვევთ.

მწერალ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის შემოქმედების შესახებ მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე ისაუბრებს.

არაბული მოდერნიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის, რომანი „იესო - ძე კაცისა“ მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული ქმნილებაა. წიგნი იესოს თანამედროვეთა მწერლის ფანტაზიით აღდგენილი მოგონებებია ქრისტეს შესახებ. ჯიბრანი წერს ისე, თითქოს ის ხალხი გვიყვებოდეს იესოს შესახებ, ვინც მას სიცოცხლეში იცნობდა. ესადამიანები ქრისტეს სხვადასხვაგვარად აფასებენ. თავად ჯიბრანს მთელი სიცოცხლე აინტერესებდა ქრისტეს ფენომენი, ამიტომ გარდა ამ რომანისა, მას კიდევ რამდენიმე მოთხრობა თუ ესე მიუძღვნა. გიორგი ლობჟანიძის მიერ არაბულიდან თარგმნილი ეს კრებული, რომანთან - „იესო - ძე კაცისა“ - ერთად, თითქმის ყველა იმ ნაწარმოებს აერთიანებს, რაც ჯიბრან ხალილ ჯიბრანსიესო ქრისტეზე არაბულად დაუწერია.

დრო: 22 დეკემბერს, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები