ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წიგნის საათი დავით პაიჭაძესთან ერთად: სერგეი დოვლატოვი - ადამიანი ჩემოდნით

ღონისძიებები

27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, ერთობლივი პროექტის - „წიგნის საათი“ - ფარგლებში,გიწვევთ რიგით მეორე შეხვედრაზე. ჟურნალისტი და ფილოლოგი დავით პაიჭაძე სერგეი დოვლატოვის შესახებ ისაუბრებს.

სერგეი დაოვლატოვი მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარული რუსი მწერალია, რომლის წარმატებას 1979 წელს საბჭოთა კავშირიდან აშშ-ში ემიგრაციამაც შეუწყო ხელი. მან სწორედ იქ, მოთხრობების ჟურნალ "ნიუ-იორკერში"ბეჭდვით მოიპოვა მსოფლიო აღიარება. მკაცრი რეჟიმის კომედია - ასე უწოდეს დოვლატოვის შემოქმედებას კრიტიკოსებმა და ალბათ ეს ყველაზე ზუსტი განსაზღვრებაა მისი ტექსტებისათვის. დოვლატოვის ნაწარმოებების მთავარითემატიკა საბჭოთა რუსული ყოფა და საბჭოთა ემიგრანტების ამერიკული ცხოვრებაა. ეს ყველაფერი მწერალს დიდი იუმორით, სევდით, სიმართლით, გროტესკით და დარდით აქვს აღწერილი.

დრო: 27 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები