ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წიგნის „ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

5 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის, ვახუშტი მენაბდის, მკვლევრების – გვანცა ჯიქიას, ნათია სვანიძისა და თორნიკე გერლიანის – წიგნის „ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე“ მეორე გადამუშავებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.

ნაშრომი აღწერს საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულებას 1995-დან 2018 წლის ჩათვლით. ის პირველი დოკუმენტია, რომელიც სისტემურად მიმოიხილავს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს, ისე მისი იმპლემენტაციის თვალსაზრისით, და სახავს ამ პრობლემების გადალახვის გზებს.

ნაშრომი პირველად 2017 წელს გამოიცა, თუმცა 2018 წლის კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი რეგლამენტის დამტკიცებამ, საჭირო გახადა მისი გადამუშავება და მეორედ გამოცემა. ავტორები პრეზენტაციაზე სწორედ ამ ცვლილებებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

კვლევა მომზადებული და გამოცემულია „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ კვლევაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი პასუხისმგებელი არ არის მასალის შინაარსზე.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

ღონისძიებაზე დამსწრე პირებს უფასოდ დაურიგდებათ ნაშრომის განსაზღვრული რაოდენობა.


დრო: 5 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები