ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წიგნის მაღაზიების კვლევის შედეგები

ღონისძიებები

4 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის №106 საკონფერენციო დარბაზში (გ. წერეთლის 2,  ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული „წიგნის მაღაზიების კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

,,ილიაუნი ბიზნეს რევიუს” მიერ გამოსაკვლევად შეირჩა შედარებით მსხვილი და ქსელური წიგნის მაღაზიები: „ბიბლუსი“, „ლატერნა“, „ლიგამუსი“, „პარნასი“ და „წიგნის სახლი“.

კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოს ბაზარზე ოპერირებად წიგნის მაღაზიებს შორის, ერთსა და იმავე წიგნებზე დადგენილიყო ფასები და მათი შედარებითი ანალიზი განხორციელებულიყო. მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრა, რომელი მაღაზია აწვდის მომხმარებელს წიგნებს ყველაზე იაფად. კვლევის შედეგების მიწოდება დაგეგმილია საზოგადოების ფართო წრეებისათვის.

თბილისში მოქმედ ცნობილ წიგნის მაღაზიებში გამოსაკვლევად 20 დასახელების წიგნი განისაზღვრა (ძირითადად მხატვრული და შემეცნებითი). შერჩეული წიგნების შეძენა, მეტ-ნაკლები ალბათობით, ყველა სამიზნე მაღაზიაში არის შესაძლებელი.  კვლევაში ფიქსირებული ფასები დადგინდა მომხმარებლებისთვის დახლზე შეთავაზებული ფასების შესაბამისად. ფასები მოყვანილია ლარებში და ფიქსირებულია 2012 წლის 20-29 თებერვლის მდგომარეობით.

 

ბანერები