ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წიგნის აკადემია

ღონისძიებები

კონრად ადენაუერის ფონდი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი სტუდენტებისთვის ერთობლივ პროექტს „წიგნის აკადემია“ იწყებს.

სამი თვის განმავლობაში პროექტში მონაწილე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, იმუშაონ თანამედროვე მწერლებთან, დეტალურად და სიღრმისეულად გაეცნონ მათ შემოქმედებას და მათ ნაწარმოებებზე დაყრდნობით განიხილონ მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები. ავტორები სპეციალური ლექციების ფარგლებში მონაწილეებს მისცემენ წერილობით დავალებას, რომელსაც მომდევნო შეხვედრაზე მათთან ერთად განიხილავენ.
პროექტის მიზანი: ახალგაზრდებში თანამედროვე მწერლების ცნობადობის ამაღლება და თანამედროვე ლიტერატურული პროცესების მიმართ ინტერესის ზრდა. სტუდენტებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება და წერის კულტურის ამაღლება. თანამედროვე ქართული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაცია.

პროექტის შესახებ ინფორმაცია

1. პროექტის პირობები

  • პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე (აპრილი-ივნისი)
  • შეხვედრების რაოდენობა: 7
  • პროექტის განხორციელების ადგილი: თბილისის მედიათეკა (ვაკის ფილიალი)
  • პროექტის მონაწილეები: თბილისის მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების I-IV კურსის სტუდენტები (სულ 20 მონაწილე)

2. პროექტის აღწერა

პროექტის მენტორი შერჩეულ მონაწილეებთან გამართავს პირველ გაცნობით შეხვედრას, მონაწილეებს წარუდგენს პროექტში ჩართულ ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს და ჩაუტარებს სემინარს კრიტიკულ და შემოქმედებით წერაში.
პროექტის მენტორი: დავით გაბუნია

შერჩეულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, იმუშაონ თანამედროვე ავტორებთან, გაეცნონ მათ შემოქმედებას და მათ ნაწარმოებებზე დაყრდნობით განიხილონ შესაბამისი საკითხები.

დისკუსიის ფარგლებში თითოეული ავტორი მონაწილეებს წარუდგენს საკუთარ ნაწარმოებს, უპასუხებს შეკითხვებს და მისცემს წერილობით დავალებას, რომელიც მონაწილეების მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადაეგზავნება ავტორს და უკვე შემოწმებულ დავალებას იგი მომდევნო შეხვედრაზე განიხილავს. პროექტის ბოლოს თითოეული ავტორი გამოავლენს მისთვის საუკეთესო ნაშრომის ავტორს.

პროექტში ჩართული ავტორები: ლაშა ბუღაძე, ეკატერინე ტოგონიძე, გურამ ოდიშარია

პროექტის ფარგლებში განსახილველი თემები: ცენზურა, ოკუპაცია, ძალადობა

კურსზე დასწრება სავალდებულოა თითოეული მონაწილისთვის. საპატიოდ ჩაითვლება არაუმეტეს 2 გაცდენისა. აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში მონაწილეს არ გადაეცემა კურსის დასრულების სერტიფიკატი.
თითოეულ მონაწილეს ორგანიზატორები საჩუქრად გადასცემენ სამივე ავტორის იმ ნაწარმოებებს, რომლებსაც შეხვედრებზე განიხილავენ.

3. განაცხადების მიღება / პირობები

  • განაცხადების მიღების პერიოდი: 1-22 მარტი ;
  • პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო პროგრამის I-IV კურსის სტუდენტებს;
  • პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გააგზავნონ ესე (სიტყვების რაოდენობა: 500 – 1000) თემაზე - „ცენზურა ლიტერატურაში“ და შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

  • მიღებული ესეების გადარჩევა მოხდება ორ ეტაპად:

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი გამოავლენს 30 საუკეთესო ნაშრომს;
პროექტის მენტორი შერჩეული 30 ნაშრომიდან გამოავლენს 20 საუკეთესო ნაშრომს.


4. კურსის მიმდინარეობის პერიოდი

  • სულ შეხვედრების რაოდენობა: 7
  • კურსის დაწყების თარიღი: 30 მარტი
  • შეხვედრები: თვეში 2 შეხვედრა, შაბათი
  • შეხვედრების ხანგრძლივობა: 2 საათი
  • კურსის დასრულების თარიღი: 15 ივნისი

შეხვედრები გაიმართება:
30.03.19
06.04.19
20.04.19
04.05.19
18.05.19
01.06.19
15.06.19

კურსის დასრულების შემდეგ გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც ავტორები გამოავლენენ მათ რჩეულ მონაწილეებს. პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს კურსის წარმატებით გავლისთვის გადაეცემა სერტიფიკატი. პროექტის რჩეული გაემგზავრება 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ყველა მონაწილეს გადაეცემა მარიო ვარგას ლიოსას ღონისძიებებზე დასასწრები მოსაწვევი.

პროექტის ორგანიზატორები:
კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი;
სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი.

პროექტის პარტნიორები:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
თბილისის მედიათეკების გაერთიანება

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი – +995 322 931174; info@book.gov.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები