ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წიგნების ინტერნეტ-მაღაზიის პრეზენტაცია

ღონისძიებები

25 მაისს, 18.00 საათზე, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტის პრეზენტაცია.

"Ligamus Bookstore" - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, ტრადიციულ წიგნებთან ერთად შეიძინოთ ელექტრონული გამოცემებიც.

"ლიგამუსი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიების ქსელია, რომელიც  წარმოგიდგენთ როგორც ქართული, ასევე უცხოური გამომცემლობების სამეცნიერო და მხატვრული წიგნების ფართო და მრავალფეროვან არჩევანს.

"ლიგამუსის" ლიტერატურული კაფე შემოგთავაზებთ გემრიელ ყავასა და ტკბილეულს. წიგნის მაღაზიის ტერიტორიაზე (ისევე, როგორც მთელ უნივერსიტეტში) თქვენს განკარგულებაშია უფასო უკაბელო ინტერნეტი. სამკითხველო დარბაზში, რომელიც ყველასთვის ღიაა, შეგიძლიათ უფასოდ გაეცნოთ მაღაზიაში არსებულ ნებისმიერ წიგნს.

კვირის დღეებში წიგნის მაღაზიაში სხვადასხვა პრეზენტაციები და ლიტერატურული საღამოები იმართება.

"ლიგამუსის" ნებისმიერ სტუმარს შეუძლია თავისი ბავშვი "საბავშვო ოთახში" დატოვოს, სადაც მასზე იზრუნებენ. გარდა ამისა, „ლიგამუსში“ ყოველ შაბათს, 11.00-დან 13.00 საათამდე ზღაპრის დღე იმართება. მეზღაპრე ბავშვებს ზღაპრის კითხვის გარდა სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით აქტივობებს სთავაზობს. ბავშვთა ოთახის მომსახურება ნებისმიერი მსურველისათვის სრულიად უფასოა.

ბანერები