ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

WEG - სემინარი თემაზე: სუბსიდიები ენერგეტიკის სექტორში

ღონისძიებები

5 ოქტომბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG), ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტთან ერთად, გამართავს მორიგ სემინარს თემაზე - სუბსიდიები ენერგეტიკის სექტორში.

განვითარებული და, მით უმეტეს, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისათვის სუბსიდიები დიდ პრობლემას წარმოადგენს. არაეფექტურმა სახელმწიფო სუბსიდირებამ შეიძლება გამოიწვიოს ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების დაბალი დონე, ენერგიის მოხმარების ზრდა, მიწოდების დაბალი ხარისხი და სხვა პრობლემები. ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში ეკონომიკური კრიზისისა და ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების ზრდის ფონზე.

სემინარის ფარგლებში, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სპეციალისტები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იმსჯელებენ შემდეგ თემებზე:

  • რაა რის სუბსიდია და რა სახის სუბსიდიები გამოიყენება ენერგეტიკის სექტორში?
  •  სუბსიდირების დადებითი და უარყოფითი მხარეები. რა ზიანი შეიძლება მოუტანოს სუბსიდირებამ ქვეყნის ეკონომიკას?
  • სუბსიდირების მაგალითები საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში. ძირითადი პრობლემები და გამოწვევები.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ WEG-ის Facebook-გვერდზე.

დრო: 5 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები