ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვუდი ალენის „ჩემი აპოლოგია“ - წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

22 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა ”ინტელექტი“ გიწვევთ ვუდი ალენის მოთხრობების კრებულის ახალი თარგმანის პრეზენტაციაზე. წიგნის მთარგმნელი, თამარ სუბელიანი, ვუდი ალენის ლიტერატურაზე ისაუბრებს. „ჩემი აპოლოგია“ თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სცენარისტის, მსახიობისა და რეჟისორის, ვუდი ალენის, მოთხრობების სრული კრებულია, რომელშიც თავმოყრილია 1971-1980 წლებში შექმნილი ორმოცდაექვსი ნაწარმოები.

დრო: 22 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები