ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორქშოპი მულტილინგვურ განათლებაზე

ღონისძიებები

TEMPUS-DIMTEGU („მულტილინგვური განათლების პროგრამების შემუშავება და დანერგვა საქართველოს და უკრაინის უნივერსიტეტებში“, კოორდინატორი ნინო ჩუბინიძე) პროექტის ფარგლებში 2013 წლის 22-24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორიაში E207, გაიმართება ვორქშოპი მულტილინგვურ განათლებაზე, ზაარლანდის უნივერსიტეტის გერმანელი პროფესორების პროფ. დოქტ. კლაუდია პოლცინ-ჰაუმანის და დოქტ. ქრისტინა რაისნერის მონაწილეობით.

ვორქშოპში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საქართველოს დაად-ის ბიუროს ხელმძღვანელი დოქტ. ელისაბედ ფენორი (ლინგვისტი, მეორე ენის სწავლების და ენისა და საგნის ინტეგრირებულად სწავლების სპეციალიზაციით) და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, გერლინდე მასუდი (სკოლამდელ ასაკში მეორე ენის სწავლების სპეციალისტი).

ვორქშოპი გაიმართება ტემპუსის პროექტის ფარგლებში აღჭურვილ მულტიმედია-ლაბორატორიაში E207, რომლის  გახსნაც დაგეგმილია 22 ოქტომბერს, 13:30 საათზე.

ბანერები