ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორქშოპი "არაბული გაზაფხული: მიზეზები და შედეგები"

ღონისძიებები

28 მარტს თელ-ავივში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და თელ-ავივის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კვლევების დაიანის ცენტრის ერთობლივი ვორქშოპი. ვორქშოპი ეძღვნება არაბულ სამყაროში მიმდინარე რევოლუციური პროცესების ანალიზს და მათი მნიშვნელობის წარმოჩენას თანამედროვე რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკაში, ასევე სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხების განხილვას.

ამ ღონისძიებით გრძელდება ორი უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრების ურთიერთობა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა შარშან ნოემბერში გამართული პირველი ვორქშოპით თბილისში.

ვორქშოპის პროგრამა იხ. დანართში.

ბანერები