ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორკშოპი „საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ვორკშოპზე „საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია“, რომელიც გაიმართება 1-ლ და 2 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში.

პროექტის მიზანია საუნივერსიტეტო სივრცეში საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობისა და ადგილობრივი კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ დისკუსიის გააქტიურება და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.

ვორკშოპს გაუძღვებიან ინიციატივის ავტორი, მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი ნათია ჭანკვეტაძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი თამარ თოლორდავა.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები და პირობები

ვორკშოპში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არა უგვიანეს 2019 წლის 22 ივლისისა ელექტრონულ მისამართზე cscp@iliauni.edu.ge უნდა გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) და პასუხი კითხვაზე „რატომ არის კონფლიქტის ტრანსფორმაცია მნიშვნელოვანი?“.

ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას და აკრეფილი უნდა იყოს MS Word ფორმატში (Sylfaen, 12).

ვორკშოპის სამუშაო ენა: ქართული 

ბანერები