ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორკშოპი „როგორ დავწეროთ საველე და კვლევითი საგრანტო პროგრამებისთვის კვლევითი განაცხადი“

ღონისძიებები

7 და 11 მარტს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ილიაუნის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ანთროპოლოგები დოქტორი გიორკემ აიდემირ-კუნდაკჩი და დოქტორი ლაურა მაფიძოლი ჩაატარებენ  ვორკშოპს  „როგორ დავწეროთ საველე და კვლევითი საგრანტო პროგრამებისთვის კვლევითი განაცხადი“.

დოქტორანტები გაეცნობიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორ იწერება გამარჯვებული განაცხადი და როგორ იმართება ანთროპოლოგიური კვლევითი პროექტის შემუშავებისთვის საჭირო ეტაპები, დახმარებას მიიღებენ კვლევითი განაცხადის სხვადასხვა კომპონენტზე, მათ შორისაა: საინტერესო შესავლის დაწერა, რელევანტური კვლევითი კითხვის ფორმულირება და კარგად განსაზღვრული თეორიული ჩარჩოს მონახაზის გაკეთება.

ვორკშოპის ფარგლებში ასევე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც სტუდენტების კვლევის მიზნებსა და კითხვებს შეესაბამება, საკვლევი პროექტის მითითებულ ვადებში დასრულება და კვლევითი განაცხადის მნიშვნელობის დასაბუთება.

განაცხადის დასაწერად საწყის წერტილად გამოყენებულ იქნება ვენერ-გრენის ფონდის სადისერტაციო საველე სამუშაოს საგრანტო პროგრამა.

შემდგომი სესიები წარიმართება მონაწილეთა კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 7, 11 მარტი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

იხილეთ პროგრამა ბმულზე:

2024
ბანერები