ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორკშოპი „როგორ დავწეროთ აბსტრაქტი“

ღონისძიებები

5 აპრილს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება ვორკშოპი - „როგორ დავწეროთ აბსტრაქტი“.

აბსტრაქტი, რომელსაც ხშირად მინითეზისს ან სტატიასაც უწოდებენ, აკადემიური ნაშრომის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც გააჩნია სტრუქტურა და კოჰერენტული კავშირი შემადგენელ შინაარსობრივ ელემენტებს შორის.

ვორკშოპის მიზანი

ვორკშოპის მიზანია, სტუდენტებს გადასცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სამეცნიერო კვლევის (როგორც სტატიის, ისე საკონფერენციო მოხსენების თუ სხვა კვლევითი ნაშრომის) აბსტრაქტის წერაში. ვორკშოპი სტუდენტებს დაეხმარება, ნათლად განსაზღვრონ, რა არის მნიშვნელოვანი და არსებითი მათ კვლევაში, რომელსაც სტატიაში/საკონფერენციო მოხსენებაში ხაზი უნდა გაესვას.

ვორკშოპის ინსტრუქტორები

  • ანა კირვალიძე - პროფესორი, სოციოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დასტინ გილბრითი - სოციალური მკვლევარი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი

ვორკშოპში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი სურვილი ელექტრონულ ფოსტაზე: researchworkshop@iliauni.edu.ge

დრო: 5 აპრილი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები