ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორკშოპი „რეფლექსია პანდემიის შედეგებზე“

ღონისძიებები

8 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ვორკშოპი „რეფლექსია COVID-19 პანდემიის შედეგებზე“ ჰიბრიდულ რეჟიმში. 

მკვლევრები აუდიტორიას გაუზიარებენ პანდემიის გავლენის შესახებ დაგროვებულ ცოდნასა და გამოცდილებას. გაიმართება მსჯელობა პანდემიური და პოსტპანდემიური რეალობის მახასიათებლებსა და კრიზისის თანმდევ ხილულ თუ უხილავ პრობლემებზე. 

ვორკშოპის მონაწილეები:

  • ჯანა ჯავახიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ქეთი ფილაური – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ნინო ჯავახიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • იაგო კაჭკაჭიშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 
  • ელენე ერგეშიძე – კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი. 

დისკუსიას გაუძღვებიან ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის მკვლევრები. 

დასწრება თავისუფალია. 

დრო: 8 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. №32)

ფორმატი: ჰიბრიდული

უზრუნველყოფილი იქნება ფეისბუქის ლაივი – https://www.facebook.com/Iliauni

2022 წელი

 

ბანერები