ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორკშოპი „პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნება“ დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა და ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს სთავაზობს ვორკშოპს პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნების შესახებ. ვორკშოპის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს პრეზენტაციის მომზადების მნიშვნელოვანი ასპექტები; მისი ჩატარებისათვის საჭირო მეთოდები, ხერხები და ეფექტური ტექნოლოგიები; პრეზენტატორის სოციალური კომპეტენციები და ა.შ. (I ნაწილი). ვორკშოპზე ასევე განხილული იქნება კონკრეტულ პრეზენტაციებზე დაშვებული შეცდომები და მათი თავიდან აცილების გზები (II ნაწილი). შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და შეძლებენ სხვადასხვა სახის პრეზენტაციის წარმატებულად მოწყობას ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე. 

 დრო: 

  • I ნაწილი: შაბათი, 30.11.2019, 10:00-15:00 სთ. 
  • II ნაწილი: შაბათი, 07.12.2019, 10:00-15:00 სთ.

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, F კორპუსი, F-303 შეხვედრების ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, თბილისი 0162 

ვორკშოპის ხელმძღვანელი: პროფ. ეკატერინე შავერდაშვილი 

სამუშაო ენა: ქართული 

მონაწილეთა რაოდენობა: 15 

რეგისტრაცია: წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა და მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპი. სარეგისტრაციო ვადის ბოლო დღეა 28 ნოემბერი 2019, 18:00. 

გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ონლაინსარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით: http://bit.ly/2oqkAzO

ბანერები