ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორკშოპი „პირველი გალაქტიკების ბუნების კვლევა“

ღონისძიებები

8, 9, 11 და 12 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G505 აუდიტორიაში (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა, მე-5 სართული) ჩატარდება ნილს ბორის ინსტიტუტის პროფესორის, იოჰან ფინბოს ვორკშოპი თემაზე „პირველი გალაქტიკების ბუნების კვლევა“.

სემინარის მსვლელობისას ძირითადი აქცენტები გაკეთდება იმ მეთოდების აღწერაზე, რომელთა გამოყენებითაც ხდება ადრეული სამყაროს გალაქტიკების შერჩევა და შესწავლა.

სემინარი განკუთვნილია მაგისტრატურის და ბაკალავრიატის მაღალი კურსების სტუდენტებისათვის, თუმცა მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც დაინტერესებულია დამზერითი მონაცემების ანალიზით.

ვორკშოპი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ბანერები