ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორკშოპი მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლებისთვის

ღონისძიებები

მედიის მიერ გენდერული როლებისა და სტერეოპტიპების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ქალთა საკითხების სწორად გაშუქება.

ვორკშოპზე, რომელიც სპეციალურად მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლებისთვის და მათივე ინიციატივით გაიმართება, განვიხილავთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოს მაუწყებელმა ქალთა საკითხების გაშუქებისას, განსაკუთრებით კი ისეთი მგრძნობიარე თემების შემთხვევაში, როგორებიცააც სექსუალური და ოჯახში ძალადობა, გენდერული დისკრიმინაცია ან ფემიციდი.

ვორკშოპზე განვიხილავთ მედიის საერთაშორისო სტანდარტებსა და საქმეებს, რომლებიც ილიაუნის ადამიანის უფლებათა კლინიკამ ამ მიმართულებით წარმატებით აწარმოვა.

მომხსენებლები:
თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი;
თამარ კორძაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი;
თამარ კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი.

დრო: 25 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია

* ვორკშოპზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია ბმულზე.

ბანერები