ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორკშოპი Grounded Theory დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა სთავაზობს დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ვორკშოპს ე.წ. დაფუძნებული თეორიის (Grounded Theory - GT) შესახებ. ვორკშოპის მონაწილეები ინტერაქციულად შეისწავლიან GT-ის მეთოდოლოგიის ძირითად იდეებსა და ცნებებს, გაეცნობიან მათ თეორიულსა და პრაქტიკულ ასპექტებს. ვორკშოპის პირველ ეტაპზე ვიმსჯელებთ GT-ის ფილოსოფიურ საფუძვლებსა და მის მთავარ მეთოდოლოგიურ პერსპექტივებზე,  მომდევნო ეტაპზე განვიხილავთ დაფუძნებული თეორიის კვლევითი ფორმატის ძირითად თავისებურებებს, მათ შორის საკვლევი კითხვების ჩამოყალიბებას ღიაობის მოთხოვნის შესაბამისად. მესამე ეტაპზე კი გავაანალიზებთ იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რომლებმაც შეიძლება იჩინოს თავი კვლევით პრაქტიკაში. ავხსნით დაფუძნებული თეორიის ისეთ ცნებებს, რომლებიც შეიძლება ბუნდოვნად გვეჩვენებოდეს, ამგვარია, მაგალითად, „მონაცემთა სატურაცია“ და „თეორიული სამპლინგი“.

ვორკშოპის დასრულების შემდეგ დასწრების სერთიფიკატი გაიცემა ყველა მონაწილეზე. 

წინასწარ წასაკითხი სავალდებულო ლიტერატურა: Corbin, Juliet/Strauss, Anselm (1990): Grounded Theory Research. Procedures, Canons, and Evaluation Criteria. In: Qualitative Sociology 13/1, pp 3-21. ტექსტი ხელმისაწვდომი გახდება მსურველებისთვის რეგისტრაციის შემდეგ. 

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E 207 აუდიტორია,ქ,  ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, 0162 თბილისი 

თარიღები და დროები: 

  • ორშაბათი, 10 თებერვალი, 2020; 10:00-დან 14:30 საათამდე 
  • სამშაბათი, 11 თებერვალი, 2020; 10:00-დან 14:30 საათამდე 
  • ოთხშაბათი, 12 თებერვალი, 2020; 10:00-დან 14:30 საათამდე 

ხელმძღვანელი: დოქ. ივონ ფრანკე (გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტი, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი) 

სამუშაო ენა: ინგლისური 

მონაწილეთა რაოდენობა: 20 

რეგისტრაცია: წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა და მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპი. სარეგისტრაციო ვადის ბოლო დღეა 2020 წლის 5 თებერვალი, 18:00. გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ონლაინანკეტის მეშვეობით: https://forms.gle/Y8yXk6bMHTJ5D3LZ8 


ბანერები