ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორკშოპი: „აკადემიური პუბლიკაცია: ანონიმურად რეცენზირებული წიგნები და სტატიები“

ღონისძიებები

28 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ჩატარდება ვორკშოპი, რომელიც შეეხება აკადემიური პუბლიკაციის სხვადასხვა ფორმატს და განიხილავს აკადემიური ტექსტის გამოქვეყნების სტრატეგიებსა და წინაღობებს.

ვორკშოპი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სტუდენტებისთვის. პრეზენტაციებთან ერთად გაიმართება დისკუსიაც, რომლის დროსაც სტუდენტებს შეუძლიათ, აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი გამოცდილებები და ჩამოაყალიბონ საკუთარი ინტერესები.

განრიგი

სესია 1. 14-15:30 საათი

პროფ. ქეთი გურჩიანი – „ჟურნალის რეიტინგები“

პროფ. თამთა ხალვაში – „როგორ გამოვცეთ სამეცნიერო წიგნი?“

პროფ. ფლორიან მიულფრიდი – „პუბლიკაცია აკადემიური სივრცის მიღმა“

შესვენება (ყავა, ჩაი) – 15:30-16:00 საათი

სესია 2. 16:00-17:00 საათი

დისკუსია

 

დრო: 28 მაისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები