ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორკშოპი აგამბენის პოლიტიკურ ფილოსოფიაზე

ღონისძიებები

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი გთავაზობთ ვორკშოპს თემაზე: „სამოქალაქო ომი როგორც პოლიტიკური პარადიგმა: ჯორჯიო აგამბენი და „ბოლო ჟამის პოლიტიკა“

ვორკშოპი მოიცავს 10 თემატურ შეხვედრას და გულისხმობს აგამბენის, ფუკოსა და ბაუმანის ნაშრომების გაცნობას.

სამუშაო ენა: ინგლისური.

ვორკშოპს გარუძღვება სტეფანო პიროდი (MA). სტეფანო პიროდი სწავლობდა ბათის, ჰუმბოლტის ბერლინის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ტრენტოს უნივერსიტეტებში.

ძირითადი საკითხავი მასალა: ‘Stasis’ by Giorgio Agamben, ‘Society Must Be Defended’ by Michel Foucault’, ’Liquid Modernity’ by Zygmunt Bauman. 

Additional readings: ‘Homo Sacer’ by Giorgio Agamben, ’State of Exception’ by Giorgio Agamben, ’Before the Law’ by Franz Kafka, plus more. 

რატომ სამოქალაქო ომი და რატომ ახლა?

თანამედროვე გლობალიზებულ და ფრაგმენტირებულ სამყაროში სამოქალაქო ომი არის მუდმივი მოცემულობა, თუმცა მისი ბუნება ნაკლებადაა გამოკვლეული. მაშინ, როცა მკვლევართა უმრავლესობა სამოქალაქო ომს განიხილავს ომის, როგორც ასეთის, გამოვლენის მრავალთაგან ერთ-ერთ ასპექტს, ჯორჯიო აგამბენი სამოქალაქო ომის საკითხს განიხილავს, როგორც სრულიად განცალკევებულ ფენომენს. 

მისი თვალთახედვით, სამოქალაქო ომი საფუძვლად უდევს დასავლურ პოლიტიკურ აზროვნებას. ვორკშოპის ფარგლებში გავაანალიზებთ, თუ რამდენადაა აგამბენის ხედვა ახალი პერსპექტივა პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში და რამდენად შეიძლება მიესადაგოს იგი მომავლის ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ეკოლოგიური კატასტროფები და დეჰუმანიზაცია.

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ვორკშოპისგან? 

ვორკშოპის მონაწილეები გააანალიზებენ თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების საფუძვლებში მოცემულ თეორიებსა და კონსტრუქციებს. ისინი ისწავლიან მსგავსი, მაგრამ მაინც განსხვავებული კონცეპტების საფუძვლიან ანალიზსა და განსჯას. 

ვორკშოპზე დასასწრებად რეგისტრაციისთვის 25 მარტამდე გაგზავნეთ იმეილი ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: stefanomelispiroddi@gmail.com

ვორკშოპის განმავლობაში ყველა მასალა მიეწოდებათ მონაწილეებს. 

ვორკშოპში მონაწილეობა სტუდენტებს ჩაეთვლებათ ექსტრაკურიკულურ აქტივობად სასტიპენდიო ქულებისთვის, ხოლო ვორკშოპის დასასრულს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ბანერები