ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში“ – შეხვედრა წიგნის ავტორთან

ღონისძიებები

6 დეკემბერს, 15:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა წიგნის „ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში“ ავტორთან, ფრანგ ჟურნალისტსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სპეციალისტთან, რეჟის კანტერთან.

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

წიგნის შესახებ

წიგნი „ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში“ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის მიმდინარეობისას დაიწერა.

მასში გამოყენებულია ადრინდელი, რამდენიმე წლის განმავლობაში მომზადებული რეპორტაჟები, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების პოლიტიკური ანალიზი; ასევე სხვადასხვა მეცნიერის, ჟურნალისტისა და სპეციალისტის ნამუშევარი თუ კვლევა უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში“ მკითხველს უკრაინის პრეზიდენტის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას აძლევს; წიგნის მეშვეობით მკითხველი ასევე მის ოჯახს, სამეგობრო წრესა და თანამოაზრეებსაც გაიცნობს; გაიგებს მეტს მის ბავშვობის, სამსახიობო კარიერასა თუ პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

და მაინც, ვინ არის კაცი, რომელზეც ამჟამად, ნაწილობრივ, ევროპის ბედია დამოკიდებული? ამ შეკითხვაზე პასუხს მკითხველი ამოიკითხავს წიგნში, რომლის ავტორები შესაძლებლობას გვაძლევენ აღმოვაჩინოთ და ახლოდან დავინახოთ ეს უჩვეულო ადამიანი, კაცი, რომელმაც ორჯერ მოირგო უკრაინის პრეზიდენტის ტყავი...

წიგნი ფრანგულ ენაზე 2022 წლის მაისში გამოიცა; მისი ავტორები არიან ფრანგი ჟურნალისტები რეჟის ჟანტე - პოსტსაბჭოთა სივრცის სპეციალისტი და სტეფან სიოანი - რუსულ-უკრაინული ომის რეპორტიორი.

წიგნის ქართული თარგმანი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოსცა გამომცემლობა „ზებრამ“.

სამუშაო ენა: ფრანგული, უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი ქართულად

ფორმატი: შეხვედრა ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში

შეხვედრაზე დისტანციურად დასწრება შესაძლებელი იქნება ზუმის მეშვეობით.

შეხვედრაზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3HbhyFQ

Meeting ID: 896 0727 6869
Passcode: 820664

დრო: 6 დეკემბერი, 15:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

ბანერები