ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვიზიტი საქართველოს მთავარ პროკურატურაში

ღონისძიებები

14 ივნისს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და კლუბი „სტუდენტური სასამართლო“ აწყობენ გაცნობით ტურსა და ექსკურსიას სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანატში, A401 ოთახში, სოფიო შუბლაძესთან (ტელ.: 577 553391). რეგისტრაციისთვის თან იქონიეთ პირადობის მოწმობა.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 6 ივნისი, 16:00 საათი (მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ, გთხოვთ, დროულად გაიაროთ რეგისტრაცია).

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები