ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვიქტორ ეროფეევი ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

15 მაისს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ მწერალ ვიქტორ ეროფეევთან შეხვედრაზე. ავტორი თბილისს საქართველოს მწერალთა სახლის მოწვევით და ილიაუნის მხარდაჭერით თბილისის IV საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალის ფარგლებში ესტუმრება.

ვიქტორ ეროფეევის შესახებ

რუსი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი დაიბადა მოსკოვში 1947 წელს. 1992 წელს მიღებული აქვს ნაბოკოვის სახელობის პრემია. 2006 წელს გახდა „ხელოვნებისა და სიტყვის ფრანგული ორდენის“, ხოლო 2013 წელს – საფრანგეთის ღირსების ორდენის წევრი. ეროფეევის რედაქტორობით გამოიცა უმნიშვნელოვანესი ნარკვევი რუსული ლიტერატურის შესახებ „The Penguin Book of New Russian Writing“. არის ავტორი წიგნებისა: „ცხოვრება იდიოტთან“ (1980), „რუსი ლამაზმანი“ (1982), „რუსული სულის ენციკლოპედია“ (1999), „კარგი სტალინი“ (2004) და სხვ. წლების განმავლობაში ლიტერატურულ არხ „კულტურაზე“ მიჰყავდა გადაცემა „აპოკრიფი“.

ვიქტორ ეროფეევის წიგნი „კარგი სტალინი“ ანზორ აბჟანდაძემ თარგმნა და გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

ვიქტორ ეროფეევთან შეხვედრას მოდერაციას ილიაუნის პროფესორი, ფილოლოგი ბელა წიფურია გაუწევს, შეხვედრის მოწვეული სტუმარი მწერალი დათო ტურაშვილი იქნება.

სამუშაო ენა: რუსული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 15 მაისი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები