ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვიდეოფესტივალი T+V

ღონისძიებები

27, 28 და 29 მარტს (ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი), თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება თეატრალური ვიდეოფესტივალი - T+V, რომელსაც საფუძველი 1997 წელს „კავკასიის საერთაშორისო ფონდის” ინიციატივით ჩაეყარა. წლების განმავლობაში ვიდეოფესტივალის ფარგლებში მოეწყო მსოფლიოში ცნობილი თეატრალური დადგმების რეტროსპექტივა, შემეცნებით-საგანმანათლებლოშეხვედრები, თეატრალურ სფეროში სახელგანთქმული თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსების მასტერკლასები და ვორქშოფები.

წლევანდელი ვიდეოფესტივალი გაიხსნება 12:00 საათზე, თეატრის საერთაშორისო დღის მილოცვით, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ავრცელებს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი. წლევანდელი მილოცვის ავტორია იტალიელი დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი დარიო ფო.

წელს პირველად მომზადდება ვიდეორგოლი, რომელშიც დარიო ფოს მისალოც ტექსტს წაიკითხავენ თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტში გაწევრიანებული ქვეყნების ხელოვანები, საქართველოდან - ზურა გეწაძე.
აღნიშნული ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ დაიწყება ვიდეოფესტივალის პროგრამა:

27 მარტი:
13:00 – 13: 51 - „კალასი“ (რეჟ. რაინჰილდ ჰოფმანი, გერმანია);
14: 00 – 15:10 - „ფრანკენშტეინი“ (მსახიობი, მეთოჯინე და რეჟისორი - ნევილ ტრანტერი. ნიდერლანდები) ;

28 მარტი:
12:00 – 13:16 - „H“ (რეჟ. იან კლატა, პოლონეთი);
14:00 – 15:00 – კლეზმერის ცირკის წარმოდგენა (რეჟ. ადრიან შვარცშტეინი, ბარსელონა);
15:10 – 16:30 - „პაგანინი“ (მუსიკალურ-ექსცენტრული წარმოდგენა, ესპანეთი);

29 მარტი:

12:00 – 13:30 - „მეფე ლირი“ (რეჟისორი ტადაში სუძუკი, იაპონია-რუსეთი);
13:40 – 15:06 – „გზა დამასკოსკენ“ (რეჟისორი ოსკარას კორშუნოვასი, ლიტვა);
15: 10 – 16:26 - „მუსიკალური მაგიდა“ (პოლონეთი);

მაყურებელს ჩიათ გაუმასპინძლდება კომპანია "გურიელი".

დასწრება თავისუფალია,
გთხოვთ მობრძანდეთ!
ვებ-გვერდი: http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=719
Facebook გვერდი: ხელოვნების სამემეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი / Arts Research Institute

ბანერები